aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიაში ავსტრიის საზღვართან საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც გერმანული მედია ზემო ბავარიის პოლიციის მთავარ სამმართველოზე დაყრდნობით წერს, 39 წლის მამაკაცი ავტომაგისტრალზე ავსტრიის ზალცბურგის მიმართულებით, ავტომობილით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

ის საპატრულო პოლიციამ დააკავა. საქართველოს მოქალაქის ავტომობილში 30 ათასი ევროს ღირებულების ნივთები აღმოჩნდა, რომელთა შეძენის დამადასტურებელი საბუთები მან სამართალდამცველებს ვერ წარუდგინა.

მამაკაცი დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

იტვირთბა....