aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბიბლიური თავისუფლება” – სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ბიბლიური თავისუფლება” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს და ცდილობს დაითანხმოს კანონმდებლობის ისეთ მოდელზე რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია გარდა ბიბლიური თავისუფლებისა.

“დაზუსტებული ინფორმაცია გვაქვს რომ ირაკლი სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს და ცდილობს დაითანხმოს კანონმდებლობის ისეთ მოდელზე რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია გარდა ბიბლიური თავისუფლებისა.

ახლავე გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

1. ჩვენ არ გვჯერა რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს რწმენაზე, და რომელიც ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაში არსებობს დღევანდელ საქართველოში, შეიძლება შევიდეს ასეთ გარიგებაში სახელმწიფოსთან

2. თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო – მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა, პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას.

3. ამავე დროს, თუ ასეთი გარიგების ფაქტს ექნება ადგილი, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაში შესვლა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც მიუტევებელი ცოდვა. და პასუხიც იქნება შესაბამისი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შშეგახსენებთ, რომ პარლამენტში, ბიუროზე სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

იტვირთბა....