ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების დროს შუამავალი არ ყოფილა” – ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების დროს შუამავალი არ ყოფილა.

“ბადრი ჯაფარიძე და მე იცით რომ ვართ არამარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი იყოს, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე”, — განაცხადა ხაზარაძემ.

ბიზნესმენმა აღარ უპასუხა კითხვას მიუტანა თუ არა გახარიასგან მიღებული წერილი მას ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ,  9 მარტს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაზარაძეს გახარიას წერილი, სავარაუდოდ, ბადრი ჯაფარიძემ გადასცა. როგორც ტელეკომპანია აცხადებდა, ამ ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდნენ. შაბათის კურიერის მტკიცებით, გიორგი გახარია და ბადრი ჯაფარიძე თბილისში ერთმანეთის მეზობლები არიან.

იტვირთბა....