aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

კახიძე – წულუკიანი ფუნდამენტურად უვიცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქ-ნ წულუკიანს ძალიან ტკენია ჩემი გამოსვლა.

მერე ვრცლად უნთხევია ბოღმა და არაერთი ტყუილიც უთქვამს, მაგრამ ერთი მაინც განსაკუთრებულია.

თურმე მე ვითხოვდი ვანო მერაბიშვილის საქმეზე ფულს და პოლიტიკოსია თუ არა, გაარკვიოსო…

ეს ქალბატონი, გარდა იმისა, რომ სიძულვილითაა სავსე, თან ფუნდამენტურად უვიცია .

ქ-ნო თეა, იურისტი რომ არ ხართ, გასაგებია, მაგრამ 7 წელია, რაც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებთ და უკვე დროა, იცოდეთ, რომ პარლამენტის წევრს არა აქვს უფლება, ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, აკადემიურის გარდა.

იქნებ საბაზისო დონეზე მაინც გაერკვეთ ელემენტარულ საკითხებში”, – წერს სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ოთარ კახიძე ვანო მერაბიშვილის დაცვაში თანხას ითხოვდა.

„ვერც ის გაიგო პოლიტიკოსია, ადვოკატია, „ნაცია“, „ევრონაცია“. ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ გირვანქა სტერლინგებში ითხოვდა ხაზინიდან თანხას, რომ ვანო მერაბიშვილის დაცვაში ფული მინდაო“, – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა დღეს პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას.

იტვირთბა....