aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბატონო გიგებო, გიგიებო და სერგებო, დაგელაპარაკებით ისე, როგორც იმსახურებთ” – წულუკიანი

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიცია გააკრიტიკა.

მისი თქმით, როდესაც იუსტიციის სამინისტროს წარმატებებზე საუბრობს, ორად გახლეჩილი “ნაციონალური მოძრაობა” გული და ყურების სტკივათ და დაბრაზში აღარ არიან.

“მე ვიფიქრე, რომ გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იმეცადინეთ ან თუ იმეცადინეთ, წარუმატებლად, იმიტომ რომ, როგორც გუშინ, ისე დღეს, თქვენი გამოსვლები იყო სუსტი. თქვენ ხართ სუსტნი ჩემს თვალში”, – განაცხადა წულუკიანმა.

მისი თქმით, მინისტრის საათი არის იმისთვის, რომ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში მოისმინონ, თუმცა ოპოზიციამ პოლიტიკური რიტორიკის ფორმატი აირჩია.

“რაკი თქვენ აირჩიეთ სამთავრობო საათის ფორმატი და აირჩიეთ პოლიტიკური რიტორიკა, დიახ, მე შემოვდივარ პოლიტიკურ რიტორიკაში და გელაპარაკებთ ისე, როგორც თქვენ ამას იმსახურებთ. მე არასდროს ვიტყვი უარს აქ მოსვლაზე, იმიტომ რომ, ამ რეგლამენტს და პარლამენტს ვცემ პატივს. დამიბარეთ, ბატონო გიგებო და გიგიებო და სერგებო პარლამენტში როცა გნებავთ. მე მოვალ და დაგელაპარაკებით ისე, როგორც გელაპარაკებით, იმიტომ რომ სხვას თქვენ არ იმსახურებთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მეორე დღეა იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს უსმენენ.

იტვირთბა....