aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ დაკრედიტების სისტემას კორექტირება დასჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ” – ბახტაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბატაძემ, სოციალურ ქსელში ლაივ ჩართვის დროს განაცხადა, რომ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა უდა ვადროვოთ  და თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრები საჭიროებს დაკორექტირებას, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

“საქართველოში არსებული დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია. ამავე დროს, ჩვენ, ფონდ “ქართუსთან” ერთად, “შავ სიაში” მყოფი ჩვენი 600 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ უმძიმესი ტვირთისგან.

რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, – განაცხადა პრემიერმა.

 

იტვირთბა....