aviabiletebi
მთავარი ციტატა

წულუკიანი კახიძეს – არაფრის მაქნისი მგონიხართ

„ბატონო ოთარ, რა ვქნა, მე თქვენ მიმაჩნიხართ ანტირეფორმატორად, ანტიდემოკრატად, არაფერი რომ არ გაგიკეთებიათ არასდროს.  ერთი ადეიშვილის ერთი მოადგილე იყავით და არაფრის მაქნისი მგონიხარ. თქვენ მიგაჩნიათ პირიქით და რა ვქნათ, ვუმტკიცოთ ერთმანეთს სიტყვებით? საქმე გამოაჩენს, ვინ რისი მაქნისია. ერთი რეფორმა ვერ დამამახსოვრეთ, რა გააკეთეთ ადეიშვილის მოადგილე რომ იყავით. უწყებათაშორის საბჭოს ჩამომაშორეს რას ნიშნავს, არ ვიცი, რადგან უწყებათაშორისი საბჭო აღარ არსებობს. კანონს თუ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ის იქმნება ყოველი არჩევნების წინ. მომავალ წელს რომ შეიქმნება არჩევნების წინ, თუკი კანონში არ შევიტანთ ცვლილებას, თავმჯდომარე თქვენდა სამწუხაროდ ისე იუსტიციის მინისტრი იქნება”, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს კითხვას თუ რატომ ჩამოაშორეს მინისტრი უწყებათაშორის საბჭოს.

იტვირთბა....