aviabiletebi
მთავარი ციტატა

პატარაია – მომავალი ქალებისაა, ნუ გვებრძვით, იბრძოლეთ ჩვენთან ერთად

“მომავალი ქალებისაა – და ვინც ამას ვერ ხვდება, სულელია. ამიტომ ნუ გვერბძვით და საერთოდაც, ტყუილად გვებრძვით, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ. 😉 რატომ? იმიტომ რომ ჩვენ მეტს ვსწავლობთ, ჩვენ ორჯერ მეტს ვშრომობთ, და გაცილებით ამტანები ვართ, ამიტომ ჩვენ მალე გადავწონით იმ პრივილეგიებს, რაც კაცებს აქვთ. მართალია, დღეს ჯერ კიდევ მძიმე ტვირთად გვაწევს პატრიარქატი, მაგრამ პატრიარქატი განწირულია – მომავალი ჩვენია!

წეღან წავიკითხე, პირველად აიღო ქალმა პროფესორმა მათემატიკის უმაღლესი ჯილდოო, არადა, არც აკადემიაში და არც მეცნიერებაში ჩვენ ჯერ არ გვაქვს თანაბარი სამუშაო პირობები, თუმცა უკვე ვახერხებთ იმას, რასაც 50 წლის წინ ვერ ვახერხებდით და ჩვენი გოგონები გაცილებით მეტს შეძლებენ 50 წელში; ჩვენ შევუქმნით უკეთეს საცხოვრებელ და სამუშაო პირობებს ჩვენი ბრძოლით. ყველაფერი რაც ქალებს დღეს გვაქვს – განათლების უფლება, საარჩევნო ხმის უფლება, ქონებრივი უფლებები, მოგვიტანა სხვა ქალების ბრძოლამ. არანაირ დროებას ის არ მოუტანია, ქალებმა მოგვიტანეს და ჩვენ წილ აგურს ჩვენც დავდებთ მომავალი თაობის ქალებისათვის. ვისაც ჭკუა აქვს, ის ჩვენთან დადგება ამ ბრძოლაში და ვისაც თანასწორობა არ უნდა, ის დამარცხდება.
ნუ გვებრძვით ქალებს, იბრძოლეთ ჩვენთან ერთად!”, – წერს სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ბაია პატარაია.

იტვირთბა....