“გავიგეთ რომ ქალბატონი თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია. იმიტომ, რომ ეჭვი მაქვს, იგივე შინაარსის კითხვა რომ დაესვა კაც დეპუტატს, ის არ გაამახვილებდა ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე. ის თანამონაწილეა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების. ესენია რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდების მცდელობა, ძალიან ბუნდოვან გარემოებებში ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება…”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, სადაც წულუკიანმა თქვა, რომ “ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია”.
იტვირთბა....