fbpx
ბიზნესი მთავარი საზოგადოება

წამყვანი ინდოელი ბიზნესმენები ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სეზ-ის პროექტით დაინტერესდნენ

20 მარტს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის მენეჯმენტმა საქმიანი შეხვედრა გამართა მსხვილ ინდურ ბიზნესკომპანიებთან.
ანაკლიის პროექტებით ინდოეთის „როტერი კლაბის“ (Rotary Club of Delhi Southend) წევრი, სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე წამყვანი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები დაინტერესდნენ.
სტუმრები ანაკლიის პორტისა და „ანაკლია სითის“ შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ და ანაკლიის პორტის მენეჯმენტთან ერთად პროექტის დეტალები განიხილეს.
Rotary Club of Delhi Southend-ი ინდოეთის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 100-მდე ბიზნესმენს აერთიანებს. ანაკლიის მენეჯმენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ 10-მდე სხვადასხვა ბიზნესკომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების, ტექნიკის, სამშენებლო დეველოპელური, საავტომობილო მანუფაქტურისა და სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ინდოეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის ფარგლებშია საგულისხმო. კერძოდ, სამხრეთ-დასავლეთ დერეფნის ფარგლებში, რომლის წევრი საქართველოცაა. სამხრეთ-დასავლეთი დერეფნის მეშვეობით ტვირთს ინდოეთსა და ევროპას შორის გადაზიდავენ. ინდოეთსა და ევროპას შორის ვაჭრობა დღეს 110 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ასევე, მუშაობს ინდოეთთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შემოღებაზე. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გახდეს პლატფორმა ინდოეთის ბიზნესსექტორის დაინტერესებისთვის, ასევე, მნიშვნელოვანი ეკონომიკური პლატფორმა სამხრეთ-დასავლეთის დერეფანში.

გამომწერი

სხვა ამბები

პარლამენტთან აქციაზე პუტინის ბანერზე ფეხით გადაიარეს

newsadmin

“”25 წლის განმავლობაში პირველად გვაქვს 7-წლიანი უწყვეტი მშვიდობა და სტაბილურობა” – ღარიბაშვილი

newsadmin

“დიდი მსახიობი, დიდი ნიჭი, დიდი რეჟისორი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა” – კიკაბიძე

newsadmin

“ამ ხელისუფლებისთვის პრორუსული ძალები უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე თავისი მოქალაქეების სიცოცხლე და კეთილდღეობა” – თაბაგარი

newsadmin

“ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია არ არის, ხელისუფლება თვითონ ცდილობს, ასეთი რამ შექმნას” – ხუხაშვილი

newsadmin

“ბატონმა ნიკა მელიამ კიტოვანობა მოინდომა და თავი განმათავისუფლებლად წარმოგვიჩინა” – ღარიბაშვილი

newsadmin
იტვირთბა....