aviabiletebi
მთავარი პოლიტიკა

ოქრუაშვილი ზურაბიშვილზე – პარიზში კი არა, ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი

“თვითმფრინავიდან გამოსვლისთანავე, გამთენიისას ვუყურე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

ქვეყნის ყველაზე მივარდნილი სოფლის, ყოველდღიური პრობლემებისაგან გათანგულ და დაღდასმულ, უკიდურეს გაჭირვებაში და უიმედობით მცხოვრებ რიგით მასწავლებელს უფრო მეტი პატრიოტიზმი, ერუდიცია, ღირსება, თავმდაბლობა, ქველობა, ინტელექტი, მომავალი თაობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, გემოვნება, უბრალოება და ა.შ. და ა.შ. გააჩნია ვიდრე საქართველოს პრეზიდენტს.

პარიზში კი არა ომსკის რომელიმე სოფელშია მგონი გაზრდილი”, – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გადაცემაში “რეაქცია”.

იტვირთბა....