aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მთაწმინდის ოლქის შუალედურ არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე იქნება.

შავგულიძის განცხადებით, „ თავისუფალ დემოკრატებს“ კონსულტაციები სხვა დასავლური ორიენტაციის პარტიებთანაც ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ, გადაწყდა, რომ პარტია თავის კანდიდატს დააყენებდა.

მისივე თქმით, შალვა შავგულიძის თქმით, თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა შენარჩუნდება და ხელისუფლება თავის უპირატესობის ბერკეტს არ დათმობს, ოპოზიციური ძალები ერთმანეთს ხელს არ შეუშლიან და ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„ჩვენ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გადავწყვიტეთ, რომ არ გამოვტოვოთ ეს არჩევნები და მივიღოთ მონაწილეობა. გუნდში ჩამოვყალიბდით, რომ მე ვიყო წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატად. კონსულტაციები გვაქვს მჭიდრო და ინტენსიური „ევროპულ საქართველოსთან“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მთლიანად გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ასევე, მქონდა კონსულტაციები დავით უსუფაშვილთან, ალეკო ელისაშვილთან,”- განაცხადა შავგულიძემ.

 

იტვირთბა....