aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს, დავით ქაცარავას გარეშე, შეუშვებენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

აქტივისტების ნაწილი და ჟურნალისტები  სოფელ ხურვალეთში სოფელ ხურვალეთში ამ წუთებში შეჰყავთ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას” აქტივისტის, დავით ქაცარავას ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში სამოქალაქო აქტივისტების ნაწილს მის გარეშე შეუშვებენ.

„შეთანხმება შედგა, ძალიან მოხარული ვარ და მადლობას ვეუბნები ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ თანამდებობის პირს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ყველასთვის საჭირო გადაწყვეტილება იყო იმისთვის, რომ სიტუაცია საბოლოოდ განიმუხტოს. არავის სჭირდება სიტუაციის და დაძაბულობის ესკალაცია. ჩვენი ჯგუფი 5 კაციანი შემადგენლობით შევა და დაახლოებით, ნახევარ საათში ყველაფერი ის გვეცოდინება, რასაც მეორე დღეა ვითხოვთ”, – განაცხადა ქავარავამ.

მისივე თქმით, არ იცის, რატომ სთხოვეს, ხურვალეთში თავად არ შესულიყო, თუმცა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების თხოვნას ითვალისწინებს.

“ეს იყო თხოვნა, რომელიც მე გავითვალისწინე. ეს თხოვნა იყო იმ ადამიანებისგან, ვისთანაც მაქვს კომუნიკაცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს ვგულისხმობ. ეს იყო თხოვნა, არ ვიცი რას უკავშირდება ეს თხოვნა”, – განმარტა ქაცარავამ.

 

იტვირთბა....