aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქაცარავა – ხურვალეთში არ მინახავს რუსები დღეს, ლუდა სალია არის საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და მას ვენდეთ

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოფელ ხურვალეთის შესასვლელთან, პოლიციის საგუშაგოსთან სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ აქტივისტები რჩებიან. მოძრაობის წარმომადგენლის, დავით ქაცარავას განცხადებით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან და ხვალ ხურვალეთში შესვლას ეცდებიან. დავით ქაცარავა არ ენდობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და სუს-ის განცხადებას, რომ საოკუპაციო ხაზთან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ქაცარავას კომენტარს “პირველი არხი” ავრცელებს.

​„ევროკავშირს კითხვას დავუსვამ, რატომ ჩანიშნეს ტექნიკური შეხვედრა რუსებთან და მერე ვისაუბროთ მათ დასკვნაზე. მოდით, ერთ კითხვას დავუსვამ, რატომაა ასეთი მობილიზაცია შექმნილი ერთი დეზინფორმაციის საფუძველზე. ამის გაქარწყლება შესაძლებელი იყო ხუთ წუთში. როდესაც გავრცელდა ეს დეზინფორმაცია, უნდა შევეყვანეთ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები და დაგვეთვალიერებინა ტერიტორია. ბუნებრივია, შემდეგ დეზინფორმაციის გამავრცელებლები მოიხდიდნენ ბოდიშს.

ლუდა სალიას არ მიეცა საშუალება, გადაეღო სურათი, როცა რუსები ბაღში იყვნენ. მაგრამ, ამას რომ თავი დავანებოთ, თვითონ ბაღის მეპატრონემ დაადასტურა, რუსები რომ იყვნენ შემოსული. ამას ციხელაშვილის სამინისტროც ადასტურებს, რომ რუსები შემოვიდნენ და გავიდნენ. ასე ღიად არა, მაგრამ ადასტურებენ აქ მყოფი პოლიციელებიც.

ვფიქრობ, რომ ჩემი პოსტი კი არ ძაბავს ხელოვნურად, არამედ, ეს არის რეალობის ასახვა. დღევანდელი რუსების გასვლა ამ ბაღებიდან არის ამ დაძაბვის შედეგი. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ არ მოგვეცა სოფელში შესვლის საშუალება და ამ წუთამდე, ეს შესაძლებლობა არ გვაქვს. მთელი დღის განმავლობაში ბინძური კამპანია იყო ჩვენ წინააღმდეგ, გვეძახდნენ პროვოკატორებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ქაცარავას თქმით, რუსები თავად არ უნახავს და ადგილზე მყოფ ლუდა სალიას ენდნენ.

„არ მინახავს რუსები დღეს. ლუდა სალია არის ის ადამიანი, გულმხურვალე პატრიოტი, საღი ადამიანი, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია და ჩვენ მას ვენდეთ. ეს ინფორმაცია გამაგრებული იყო ბაღის მეპატრონის ინფორმაციით. მხოლოდ და მხოლოდ დილით, როდესაც მოგვეცემა შესაძლებლობა ადგილზე შესვლის, გავაკეთებთ ჩვენ დასკვნებს“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ცნობისთვის,  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდა არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.

“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.

იტვირთბა....