aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მოწოდებები “ჩამოდით ხალხნო ხურვალეთში” არასწორია”

“ჩემი პატივისცემის მიუხედავად მოწოდებები “ჩამოდით ხალხნო
ხურვალეთში” არასწორია. მშვიდობიან მოქალაქეებს რომ “ეპატიჟებით” იქ, სადაც ახლა სიტუაცია დაძაბულია ნიშნავს, რომ მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს. ხალხი შიშველი ხელებით იქ ვერაფერს იზამს, როცა მტერს ხელში იარაღი უჭირავს. ასეთ დროს ჯობია შეკრება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მთავრობის სახლთან, იქ, საიდანაც ინფორმაციას ვერ ვეღირსეთ”, – .წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

aviabiletebi
ავიაბილეთები

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებდა რამდენიმე ადგილობრივიც.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და არც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის გაცხადებით, სამი ნიღბიანი პირი დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლების მიერ 7 თებერვალს დამონტაჟებული სამეთვალყურეო კოშკურიდან დაახლოებით 10 მეტრის აქეთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

შემდგომში, გორის აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტების შემოსვლის საშიშროება არ არსებობს.

“უბრალოდ სამი ნიღბიანი , ნიღბები უკეთიათ ხოლმე, დგანან ცოტა მოცილებით, სოფლის განაპირას. ჩვენი პოლიცია აკონტროლებს ტერიტორიას, დაძაბულობა არ არის. შეღობილი არ არის მანდ მავთულხლართებით და ერევათ ქართული ტერიტორიაა თუ — არა. უფრო სწორად იქეთა მხარეს უნდა იყვნენ” – განმარტა მერმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ. მისივე ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ტერიტორია, სადაც იყვნენ განლაგებული.

0

იტვირთბა....