aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამწუხაროდ, არსებობს წინაპირობა, ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება” – ხულორდავა

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტი საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით განიხილავს უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით საქართველოს მოქალაქის დახმარების დასჯსთან დაკავშირებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი კანონპროექტზე დღეს იმსჯელებს.

თამარ ხულორდავას განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის მიღების საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველოდან უკანონო მიგრანტთა რაოდენობა გაიზარდა და საფრთხე შეექმნა უვიზო მიმოსვლას:

„არასწორი ინფორმაცია გავრცელდა კანონპროექტთან დაკავშირებით, თითქოს ამ პროექტის მიზანი იყო იმ მოქალაქეების წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, ვინც ევროკავშირში ან რომელიმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება. ეს ასე არ არის. აქ კონკრეტულად საუბარია იმ პირებზე, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს ხელს უწყობენ საქართველოს მოქალაქეებს უკანონოდ დარჩნენ უცხო ქვეყანაში და მიგრანტები გახდნენ ან ეხმარებიან იმაში, რომ უსაფუძვლოდ შეიტანონ განაცხადი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაყალბებით და ა.შ. ორივე ეს პირობა – თავშესაფრის მოთხოვნების ზრდა, ასევე საზღვარზე უარები ჩვენი მოქალაქეებისთვის, ამ სტატისტიკების ზრდა, სამწუხაროდ, არის წინაპირობა იმის, რომ ევროკავშირმა მოითხოვოს უვიზო რეჟიმის შეჩერება. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში, ამიტომ აუცილებელია ასეთი ქმედითი, კონკრეტული ღონისძიებების გატარება“, –  განაცხადა ხულორდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....