aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ახალ ზელანდიაში ხალხით სავსე ორ მეჩეთში ცეცხლი გახსნეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

New Zealand Herald-ის ინფორმაციით, ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ერთ-ერთი პირი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, უკვე დააკავა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

იტვირთბა....