aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ახალ ზელანდიაში ტერაქტის ადგილზე ამოღებულ იარაღს დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია” – Daily Mail

aviabiletebi
ავიაბილეთები

ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე თავდასხის დროს სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail-ი თავდამსხმელების იარაღი მჭიდის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს ქართული ასობით წარწერა – დავით აღმაშენებელი, დავით სოსლანი.

ფოტოზე ჩანს ასევე სხვა ენაზე დაწერილი სახელებიც, მათ შორის რუსულად. სხვა დეტალები იარაღთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავივა, რომ იარაღის ფოტოებს სხვა გამოცემებიც აქვეყნებენ, თუმცა ქართული წარწერებიანი ფოტო მხოლოდ ყვითელ ტაბლოიდურ გამოცემა Daily Mail-ს აქვს.

ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტია. მან თავდასხმამდე „ანტიიმიგრაციული მანიფესტი” გამოაქვეყნა, სადაც თავის ქმედებებს განმარტავს და ტერორისტულ აქტად აფასებს. ეჭვმიტანილი სოციალური ქსელის საშუალებით, თავდასხმის მომენტის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა.

 

იტვირთბა....