fbpx
ახალი ამბები საზოგადოება

მაია ბითაძე: ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით,  ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მის გასხვისებას და ლანდშაფტური განაშენიანების გარდა, ნებისმიერი სხვა ტიპის მშენებლობის კატეგორიულად გამორიცხავს.

„ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ავრცელებს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან  მაღალი  სტატუსი – ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაფტურისა, იქ რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას. ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსიც თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით. შესაბამისად, სრულიად გაუგონარია, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს. ბაღში არსებულ ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებასთან, არის მტკნარი სიცრუე. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენერალურ გეგმას და გადავიდნენ ტყუილების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის სხდომაზე მათ, პრაქტიკულად, ძალიან მოიწონეს ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ლანდშაფტურ განაშენიანებას, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ყოველ წელს  ხორციელდება და ის ბოტანიკური  ბაღის განვითარებას ემსახურება.

„ლანდშაფტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში ყოველ წელს მიმდინარეობს ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მიმდინარე წელსაც ჩვენ ადმინისტრაციული შენობების მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ ბოტანიკურ ბაღს  მივუერთეთ დამატებით  17 ჰა ტერიტორია, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

სხვა ამბები

“ზურაბიშვილს არ შეუძლია, არ იცის და არც უნდა რომ გაიგოს”: ხიდაშელი ზურაბიშვილის ინტერვიუზე

newsadmin

შვიდი თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

newsadmin

ხვალ, თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

newsadmin

დავით-გარეჯის ტერიტორიაზე აზერბაიჯანულმა მხარემ გზის დაგება დაიწყო – ზალკანიანის განმარტება (ვიდეო)

newsadmin

ფინანსურ ორგანიზაციებს სესხის ამოღებისას მომხმარებლის შევიწროება/მოტყუება აეკრძალებათ

newsadmin

“რუსთავი 2-ის” ჟურნალისტის ცემის ფაქტზე 1 პირი პოლიციის შენობაშია გადაყვანილი

newsadmin
იტვირთბა....