aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კრიტიკულად განიხილავს შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხს

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში შეშფოთების საბაბს იძლეოდა ფარული მოსმენები.

ანგარიშში, ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთების გამოხატავენ იმ სასწავლებლებთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებსაც თურქეთის მთავრობა ფეთულა გიულენთან აკავშირებს. გარდა ამისა, განხილულია შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება და მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საკითხები.

დეპარტამენტის ანგარიშში შეფასებულია მარნეულის მერის თემურ აბაზოვის მიერ მოქალაქისთვის ბოდიშის შესაძლო იძულება, რომლის ამსახველი ვიდეოც Facebook-ზე გავრცელდა.

„ანგარიშვალდებულების ჩამოყალიბება პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ პრობლემად რჩება. მათ შორის იყო ოპოზიციონრების მიმართ არაერთი თავდასხმის ფაქტი“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

იტვირთბა....