aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, სენაკში გადაასვენეს.

სენაკიდან კვარაცხელიას ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად  თბილისში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს პარალელურად დამოუკიდებელ ექსპერტიზას ატარებს ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივის” დამოუკიდებელი ექსპერტი, ირაკლი თოიძე. მისი განცხადებით, არის თოკის ჩანაჭდები.

“არის თოკის ჩანაჭდები, მეტი დაზიანებები ფაქტობრივად არ არის. დამატებით ყველაფერი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება. შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. თვითმკვლელობაა თუ მკვლელობა, ეს არის გამოძიების დასადგენი. დაზიანებები რაც იყო ყელზე, უმნიშვნელო ნაჭდევებია და სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული ამას დასადგენად ლაბორატორიული კვლევისათვის აღებული იქნა ნაჭდები“, – განაცხადა ექსპერტმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.

იტვირთბა....