aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შესაძლოა, არამართლმადიდებელი სასულიერო პირები სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან აღარ გათავისუფლდნენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომლის მიხედვით, უქმდება ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებ.

სესიაშვილმა სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით ორი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა.

“პირველი ცვლილება იმ წვევამდელებს შეეხება, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობენ და სამხედრო სავალდებულო სამსახური გადავადებული აქვთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გამოთქვამენ სურვილს, სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. წარმოდგენილი ცვლილება ერთი მხრივ ემსახურება ქვეყნის ინტერესს და ამავდროულად მიმართულია სტუდენტების ინტერესების ხელშეწყობისკენ.

მეორე ცვლილებით გაუქმდება ნორმა, რომლითაც პირები, რომლებიც არიან მღვდელმსახურები სარგებლობენ სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით. დღეისათვის ამ ნორმასთან მიმართებაში გამოიკვეთა ხარვეზები და პრობლემური საკითხები, რომლებიც დარეგულირებას საჭიროებს. პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად, უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება, გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად“, – განმარტა ირაკლი სესიაშვილმა.

ამ თემაზე “მეტრონომთან” კომენატრი იაგო ხვიჩიამაც გააკეთა.

იტვირთბა....