aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თაბორის მთაზე ბექა ოდიშარია კომპენსაციის სანაცვლოდ სასტუმროს აღარ ააშენებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

კახა კალაძის მოსაზრებას, თაბორის მთაზე სასტუროს აშენებასთან დაკავშირებით,  ბექა ოდიშარია გამოეხმაურა.

თბილისის მერის თქმით ამ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას არ ემხრობა.

ტერიტორია, სადაც მშენებლობა იყო დაგეგმილი, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის. პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ის მზად არის კომპენსაციის სანაცვლოდ, თაბორის მთაზე სასტუმროს მშენებლობაზე უარი თქვას.

“ის თუ სად მოხდება ჩანაცვლება, შემოთავაზება არის მერიის პრეროგატივა, ხოლო მესაკუთრის პრეროგატივაა ამ თემის განხილვა და დათანხმება” – თქვა ოდიშარიამ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ის და ბექა ოდიშარია ერთი გუნდის წევრები არიან, თუმცა მისთვის ქალაქის ინტერესები პირველ ადგილზეა.

მთავრობის სხდომსი დასრულების შემდეგ, თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, რომ მერია ბექა ოდიშარიას ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს და არა 11 მილიონ დოლარს. სწორედ ამ რაოდენობის კომპენსაციაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია

იტვირთბა....