მთავარი ციტატა

“ოცნებაში არ არის მართვის ჯანსაღი სტილი” – ბესელია

“არ შეიძლება მესიჯებს უგზავნიდე ადამიანებს და ეუბნებოდე, რომ ეს მესიჯი უნდა გაახმოვანო, ეს არის სახელმწიფოს მართვის არასწორი ფორმა. აღმასრულებელი ხელისუფლება ეს ის ხელისუფლებაა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო აკონტროლებს და როდესაც ასეთი რამ ხდება, ასეთი კომენტარები კეთდება, რომ ჩვენ ცალკე ვართ პარლამენტი და ეს ცალკე საქმეა, ცოტა არასერიოზულად ჩანს. შენ როგორც პარლამენტის წევრმა, უნდა იცოდე, რომ ხარ მაკონტროლებელი და მთავრობაზე კონტროლია პარლამენტის უპირველესი ფუნქცია. არ ჩანდა კარგად, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, შეიძლება მართლა არ ჰქონდათ ინფორმაცია და მდინარაძემ შეიძლება მართლა ბევრი რამ არ იცოდეს, მაგრამ ასეთი კომენტარის გაკეთება, რომ ეს მთავრობის საქმეა და პარლამენტს არ ეკითხება, უხერხულია. როდესაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრის წუხილი ჩანს და ჩანს გარკვეული უთანხმოება, ზოგადად ესეც აჩვენებს, რომ არ არის ჯანსაღი მართვის სტილი და სამწუხაროდ არ არის ეს კარგი, რაც ხდება“

ეკა ბესელია

გადაცემაში: “360 გრადუსი”

იტვირთბა....