aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სპორტი

“მანჩესტერის” საოცარი “ქამბექი” – “პსჟ” “ჩემპიონთა ლიგას” დაემშვიდობა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მანჩესტერ იუნაიტედმა” “პსჟ” “ჩემპიონთა ლიგის” მერვედფინალური ეტაპიდან გამოაგდო. პირველი თამაში ინგლისელებს შინ 0:2 ქონდათ წაგებული. საპასუხო შეხვედრისთვის კი ოლე გუნარ სულშერის გუნდს 10 ფეხბურთელი აკლდა – მათ შორის გუნდის მთავარი ვარსკვლავი პოლ პოგბა.

მიუხედავად ამისა, “მანჩესტერმა” შეხვედრა მოიგო ანგარიშით 1:3 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. თამაში პარიზელი მცველის, კერერის უხეში შეცდომით დაიწყო და რომელუ ლუკაკუმ ანგარიში გახსნა. პარიზელებმა მალევე გაათანაბრეს – თავი ბერნატმა გამოიჩინა. ამას ჯანლუიჯი ბუფონის შეცდომა მოყვა და ლუკაკუმ თავისიანები წინ გაიყვანა.

კულმინაცია გამოდგა დამატებული დრო. “მანჩესტერის” ნახევარმცველის დარტყმული კიმპემბეს ხელში მოხვდა. მსაჯმა ვიდეორეფერი გამოიყენა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა. მარკუს რაშფორდმა პენალტი ზუსტად შეასრულა და გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

მეორე მატჩის ბედიც ვიდეორეფერიმ გადაწყვიტა. “პორტუმ” შინ “რომას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ვინაიდან იტალიელებს შინ ანალოგიური ანგარიშით ყავდათ პორტუგალიელები დამარცხებული, დამატებითი დრო დაინიშნა. “რომას” ბოსნიელ თავდამსხმელ ედინ ჯეკოს ორჯერ შეეძლო იკერ კასილასის კარის აღება, მაგრამ საკუთარი შანსები გაანიავა, ხოლო ფლორენციმ არასაჭირო სიტუაციაში საკუთარ საჯარიმოში “პორტუს” ფეხბურთელს მაისურზე მოქაჩა, ეს უკანასკნელი კი წაიქცა. ვიდეორეფერის შედეგად დაინიშნა პენალტი, რომელმაც “პორტუ მეოთხედფინალში გაიყვანა.

იტვირთბა....