aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავითაშვილი – მშობელმა შვილის ყური რომ აუწიოს, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა?

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის ყოფილი წევრისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კობა დავითაშვილის განცხადებით,  არ შეიძლება ბავშვისთვის მშობლისგან ყურის აწევა ბავშვის უფლებათა კოდექსით არ უნდა იკრძალებოდეს.

მან აღნიშნული განცხადება პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსს” განხილვისას განაცხადა.

„მაპატიეთ, მაგრამ ვერ დავეთანხმები ასეთ ფორმულირებას. ეს ფორმულირება გულისხმობს, რომ ნებისმიერი ფიზიკური დასჯა არის სასტიკი და არაადამიანური. ასე არ არის, ფიზიკური დასჯა არის ყურის აწევაც, ნუ არსებობს ასეთით, ბავშვი რაღაცას აშავებს და მას ყურს უწევენ. ფიზიკური დასჯაა ეს, მაგრამ სასტიკი, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობაა, მამამ რომ შვილის ყური აუწიოს? ან დედამ? არ უნდა აუწიოს? მე შევიკავებდი თავს მაგრამ მივანდოთ ეს ჩვენს შინაგან კულტურას, აღზრდას და სახელმწიფო ნუ ჩაერევა,” – განაცხადა კობა დავითაშვილმა.

“ბავშვის უფლებათა კოდექსი” პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მოამზადა.

იტვირთბა....