aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: კარასინმა მკითხა, რით არის გამოწვეული აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ჩემს შეხვედრას ივანიშვილთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გრიგორი კარასინმა მართლაც დამისვა კითხვა, რით არის გამოწვეული ეს აჟიოტაჟი, რაც მოჰყვა ჩემს შეხვედრას ივანიშვილთან”, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

“მე ვუთხარი, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. ეს გახლავთ ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუქტურის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ წამყვანი მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მე თავად ჩავთვალე სასურველად, იყოს საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს აქ ჩვენი დიალოგი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს პრაღაში გაიმართა.

იტვირთბა....