მე არ ვიღებ არავისგან ინსტრუქციებს, ვინც მე მიცნობს, ძალიან კარგად იცის, რომ ჩემი მართვა არის შეუძლებელი. შეიძლება, მე დამარწმუნოთ, რომ მართალი ხართ და გამოგყვეთ ამ გზაზე, მაგრამ თქვენ მე ვერ მაიძულებთ, ვერც თქვენ და ვერც ვერავინ, ვერც ბიძინა ივანიშვილი, მე ვერავინ ვერ მაიძულებს, თუ არ მწამს, რომ სწორად მივდივარ, მე იმ გზაზე ვიარო. ვისაც უნდა ჩემი შემოწმება იმით, რამდენჯერ ვახსენებ აუგად ბიძინა ივანიშვილის სახელს და გზას, წინასწარ გეუბნებით, მე ამას არ ვაპირებ. რატომ არ ვაპირებ, მარტივი პასუხი მაქვს – არ არის ჩემი სასაუბრო ლექსიკონი და ჩემი პოლიტიკური და პროფესიული ეთიკა მართლაც არ გაიზომება იმით, რომ ვაჩვენო, რამდენად რადიკალურად დაპირისპირებული ვარ და ის ადამიანი, ვისთან ერთადაც ამდენი წელი ვიარე, ავდგე დღეს და უშვერი სიტყვებით მოვიხსენიო, მთავარია ნაბიჯები და გადაწყვეტილებები
ეკა ბესელია
გადაცემა “არჩევანი”