aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კობახიძის განმარტებებს, ლევან მურუსიძეც კი გაკვირვებული უყურებდა” – ჯანეზაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებს ითვალისწინებს, ნაზი ჯანეზაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, კანონპროექტი არ იძლევა იმის გარანტიებს, რომ უზენაეს სასამართლოში კვალიფიციური კადრები გარედან შევიდნენ.

„პროექტი, რომელიც ამ ეტაპზეა მომზადებული, მე არ მომწონს, იმიტომ, რომ მასში არ არის გარანტიები იმისთვის, რომ სასამართლოში გარედან შევიდნენ ღირსეული, კვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრები. ვფიქრობ, რომ პარლამენტის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტად გაიხსნას სასამართლოს კარი და იქ მაღალკვალიფიციური კადრები გარედან შევიდნენ. ქვეყანაში, სადაც იურისტების დეფიციტი არ არის, მიმაჩნია, რომ სწორედ უზენაესი სასამართლოს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რათა სისტემა გაჯანსაღდეს. პროცედურების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ქმნის ილუზიას, რომ ეს არის სტანდარტი იმისთვის, რომ კარგი მოსამართლეები შევარჩიოთ, თუმცა ვფიქრობ, ასე არ არის, რადგან პროცესს მხოლოდ ფორმალურად ალამაზებს და რეალურად არაფერს ცვლის. პროექტის საბოლოო ვერსია არ ვიცი როგორ ჩამოყალიბდება, მაგრამ ამ ეტაპამდე რა ვერსიაც მოგვაწოდეს, იქ ნათქვამია, რომ მხოლოდ მოქმედი ან ყოფილი მოსამართლე ან იურისტი ან სამეცნიერო წრის წარმომადგენელი, რომელსაც მოსამართლის გამოცდა აქვს ჩაბარებული, მას შეუძლია, რომ გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატი. ვფიქრობ, რომ ეს მიუღებელია, რადგან სწორედ უზენაესი სასამართლო არის იმის შესაძლებლობა, რომ გამოცდის ჩაბარების გარეშე, მოსამართლის გამოცდილების გარეშე და მოქმედი მოსამართლის სტატუსის გარეშე იქ შეიძლება დაინიშნოს მაღალკვალიფიციური იურისტი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პარლამენტმა უნდა შეცვალოს თავისი ხედვა და მიდგომა საკითხისადმი და თქვას, რომ იგი კარს უხსნის კანდიდატურებს,რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და რეპუტაცია”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, ბოლო შეხვედრა,რომელიც პროცედურებისა და კრიტერიუმების საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში ჩატარდა, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ პროგრესისკენ რამე შეიცვლება.ჯანეზაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძემ სასამართლოში მოსამართლეთა განწესების ტერმინები იმგვარად განმარტა, რომ შეხვედრაზე მყოფი იუსტიცის საბჭოს მოსამართლე წევრები და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან მურუსიძეც კი გაკვირვებულები იყურებოდნენ.

 

იტვირთბა....