ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილს პირისპირ შევხვდი და ვუთხარი, რომ პარტიიდან წასვლის დღეს პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი” – ბესელია

ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილს პარტიაში შეხვდა და გუნდიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინა. ამის შესახებ თავად ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ შეხვედრას მესამე პირი არ დასწრებია.

„მე მას ვუთხარი, რომ კამერებით და პრესკონფერენციით არ გავაგებინებდი პარტიიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების დღეს და დროს, ეს ისედაც არაკორექტულია. ეს იყო წესი, პოლიტკორექტულობაც და ამდენი ხნის ურთიერთობაც. იყო გარკვეული მცდელობაც, ხომ არ ჯობია გადავდოთ ეს კენჭისყრაო. მგონია, რომ ეს რამე შედეგს არ შეცვლიდა, დროის გაწელვა უფრო იყო. იმის განცდა რომ მქონოდა, რამე შეიცვლებოდა, რა თქმა უნდა, ამ იდეას დავეთანხმებოდი.

გეტყვით, რატომ მოვითხოვე, დროზე განგვეხილა ეს საკითხი. გუნდის შიგნით დაპირისპირება ძალიან გამწვავდა. ეს იმდენად ცუდად ჩანს გარეთ, ან უნდა წახვიდე, ან უნდა შეიცვალოს სიტუაცია. ვერ იცვლებოდა ეს ვითარება ისე, რომ დასრულებულიყო კონფლიქტი, რადგან სასამართლოს თემა ასე მარტივად არ დასრულდება“, – განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდი უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა.

როგორც თავად გედევან ფოფხაძემ განაცხადა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ორშაბათს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

იტვირთბა....