aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, ყველაფერი შიშზე იყო დაფუძნებული, გადავწყვიტე რეალობა შემეცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

“გადავწყვიტე არსებული რეალობა შემეცვალა. როდესაც მე ვსწავლობდი სკოლაში, ყველაფერი შიშზე იყო დაფუძნებული. მე მეშინოდა სკოლის დირექტორის, კლასის დამრიგებლის, მშობლის და მსგავსი რაღაცების. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა სკოლაში, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მნიშნელოვანი იყო სკოლაში კომუნიკაციის ხარისხი ამემაღლებინა. თუ ახალგაზრდას რაიმე ცვლილება, ინიციატივა უნდოდა, აუცილებელი იყო, რომ კომუნიკაციის ხარისხი გაზრდილიყო. ჩემს კოლეგებთან დავიწყე აქტიური კომუნიკაცია, რომ დემოკრატიული რევოლუცია განგვეხორციელებინა. მოსწავლეთა თვითმმართველობა გავააქტიურეთ და მმართელობა გადავეცით მოსწავლეებს, ხოლო დირექცია აღმასრულებელ ორგანოდ. დღეს განათლების მინისტრი იყო და შეხვედრა მოსწავლეებმა დაგეგმეს, ჩვენ არ მოგვცეს უფლება”, – განაცხადა მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალისტმა ლადო აფხაზავამ.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლიდან, ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა.

საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას მასწავლებლის უმაღლესი რანგი – მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მიხეილ ბატიაშვილი დღეს ჩიბათში ჩავიდა და გადაწყვეტილება პედაგოგებს თავად გააცნო.

იტვირთბა....