aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

დოლიძე – სასწორზე ივანიშვილის რეპუტაცია დევს

“ირაკლი კობახიძე არის ერთი ჩვეულებრივი გზავნილების მიმტან-მომტანი. ის არის სამართლის პროფესორი. სავარაუდოდ, მშვენიერი მეცნიერია და ეკუთვნის მას ეს ადგილი, მაგრამ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ის ბიძინა ივანიშვილის მიერაა დანიშნული. შესაბამისად, ახორციელებს ივანიშვილის ნებას. სასწორზე ამ შემთხვევაში შემოდებულია არა ვინმე ირაკლი კობახიძის რეპუტაცია, რომელიც გარწმუნებთ, რომ 5-10 წლის მერე არავის ემახსოვრება, არამედ ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციაა სასწორზე. 2 თვის წინ ივანიშვილი გამოვიდა და ამბობდა, მესმის გული გატკინეთ და სამართლიანობა არ აღვადგინეთო. 2 თვის თავზე ჩვენ სასამართლოში გვახვედრებენ ადამიანებს, რომლებმაც პირველ რიგში ივანიშვილის ამომრჩეველს ატკინეს გული”, – განაცხადა თოქ-შოუში “360 გრადუსი” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ.

იტვირთბა....