aviabiletebi
ვიდეო პოლიტიკა

ბესელია: გინდ სუპეროცნება დაირქვან, არაფერი მექნება მათთან საერთო (ვიდეო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

“პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც”, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ პარლამენტში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ტრიბუნასთან გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, არასოდეს იქნება იმ ალიანსში, სადაც ის ადამიანები არიან, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება. “როდესაც ჩვენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლიმოგლს ჭამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლიმოგლი, უდროო დროს არ უნდა მიირთვა. ზოგი კიდევ იმ ჩირგვებიდან ისროდა. ის რამდენიმე ადამიანი აი, ამ გუნდში აღმოჩნდა. ეს 2016 წლის შედეგია, საკუთარი თავი დაინახოს ყველამ. გინდ ოცნება დაირქვან, გინდ სუპერ ოცნება, არასდროს მექნება საერთო იმ ადამიანებთან, არასდროს ვიქნები იმ ალიანსში, ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება”, – განაცხადა ბესელიამ.

მანამდე კი პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსენსუსი, რომელიც ჩამოყალიბდა სხდომათა დარბაზში უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე.

იტვირთბა....