aviabiletebi
მთავარი ციტატა

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

„მე ჩემს პოზიციას გეტყვით – ვთქვათ, არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის, შეუქმნის პირობებს, ის გამოიბამს ნაყოფს, როდესაც სასამართლო მუშაობდა იმ პირობებში, როდესაც იყო ნულოვანი ტოლერანტობა და იყო მძიმე კანონები და ჩვენ პატივი უნდა გვეცა პარლამენტის მიერ მიღებული კანონებისთვის – უჭირდა სასამართლოს მუშაობა. 2012 წლის შემდეგ, როდესაც შემოვიდა გარანტიები და სასამართლოს მიეცა დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება, ამ ნერგმა ანუ სასამართლო კორპუსმა, გამოიღო ნაყოფი. ეს ნიშნავს იმას, რომ კარგი პირობების შექმნის შემთხვევაში ანუ სწორი კანონების მიღების შემთხვევაში, ეს სისტემა არის უნარიანი, რომ კარგი ნაყოფი გამოიყოს. სასამართლოში, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლებიც უნდა გაშუქდეს, მაგრამ ძალიან ბევრი წინსვლა მოხდა სასამართლოში, გინდათ რეიტინგებით, გინდათ გადაწყვეტილებებით. სტრასბურგში არის აღნიშნული საქმის განხილვა და უნდა დაველოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე შეფასებას მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაზე ვერაფერს ვერ გეტყვი” – განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

იტვირთბა....