aviabiletebi
ახალი ამბები ბიზნესი მთავარი საზოგადოება

სტიპენდიები მოსწავლეებისთვის – ფონდ “ახალი სიცოცხლის” საქველმოქმედო აქცია და ახალი ინიციატივები

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფონდ „ახალი სიცოცხლის“ ყოველწლიურ პროექტის ფარგლებში, სსიპ ქალაქ თბილისის №28 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს სტიპენდია დაენიშნათ.

3 მოსწავლეე, მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, პედაგოგიურმა საბჭომ გამოავლინა.

როგორც ფონდის წარმომადგენელმა, ნინო ფანჯავიძემ „მეტრონომს“ განუცხადა, აღნიშნული პროექტის მიზანი ბავშვების წახალისებაა.

„როცა ერთი მოსწავლე იღებს სტიპენდიას, შემდეგ სხვასაც უჩნდება სურვილი, რომ თავადაც მიიღოს და კარგად ისწავლოს. ჩვენ პროექტს სხვადასხვა სკოლაში, უკვე 5 წელია ვახორციელებთ, ამას არ აქვს ერთჯერადი ხასიათი“, – განაცხადა ნინო ფანჯავიძემ.

№28 საჯარო სკოლიდან, 2018-2019 სასწავლო წლის სტიპენდიანტები გახდნენ:

ანა ლიპარტელიანი – VI კლასი;
მარიამ რამაზაშვილი- IX კლასი;
გიორგი ამირანაშვილი -XII კლასი.

№28 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ “ახალი სიცოცხლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ დავით ბეჟუაშვილს, რომელმაც “ფონდი ახალი სიცოცხლის სტიპენდიანტების’’ პროგრამაში 28-ე სკოლა ჩართო და 3 მოსწავლე დააჯილდოვა სტიპენდიით, თვეში 100-100 ლარის ოდენობით.

სკოლის დირექტორის, გიული ხარხელის გაცხადებით, ორი კვირა არ არის გასული, რაც მოსწავლეებმა სტიპენდია მიიღეს და შეინიშნება დანარჩენი მოსწავლეების გააქტიურება, სწავლასა და სასკოლო პროცესებში ჩართულობის კუთხით.

მისივე თქმით, ერთ-ერთი სტიპენდიანტის ოცნება გახდა, მიიღოს ისეთი განათლება, რომ სამომავლოდ, თავადაც იყოს ქველმოქმედი.

“პროექტი დიდი სტიმული და მოტივაციაა არა მარტო ამ ფონდის ბენეფიციართათვის, რომლებმაც სტიპენდია მიიღეს, არამედ სკოლის დანარჩენი მოსწავლეებისთვის. ჯერ ორი კვირა არ არის გასული, რაც სტიპენდია მიიღეს მოსწავლეებმა და შეინიშნება დანარჩენი მოსწავლეების გააქტიურება, სწავლისადმი ინტერესი, სასკოლო პროცესში ჩართულობა, რა თქმა უნდა, მათაც უნდათ, რომ მომავალში მიიღონ სტიპენდია.
მართალია ეს გარეგანი მოტივაციაა, მაგრამ ესეც საჭიროა. ცხადია, სტიპენდია დადებითად აისახება სწავლა სწავლების ხარისხზე, ესაა მომავალზე ორიენტირებული ქველმოქმედება, ბევრი უნდა გვყავდეს საქართველოში ასეთი ადამიანი, რათა განათლებაზე ორიენტირებული ქველმოქმედება გაწიოს.ერთ-ერთი ბენეფიციარის ოცნება გახდა, მიიღოს ისეთი განათლება, რომ სამომავლოდ, თავადაც იყოს ქველმოქმედი. მე უდიდეს მადლობას ვუხდი ბატონ დავითს ბეჟუაშვილს.

აღსანიშნავია, რომ ფონდი “ახალი სიცოცხლე” საქველმოქმედო ღონისძიებებს არა უცხოური გრანტების ხარჯზე, არამედ კონკრეტული ბიზნესისა და ბიზნესმენის ინიციატივით ახორციელებს.

ღონისძიებას სოციალურ ქსელშიც აქტიურად ეხმაურებიან:

“ერთ-ერთი სტიპენდიანტი ჩემი მეზობელია და ვიცი, რომ ძალიან გააბედნიერეთ, დიდი სტიმული მიეცით და უნდა, რომ თქვენსავით წარმატებული იყოს, რათა მერე სხვა ბავშვებს დაეხმაროს”. – წერენ სოციალურ ქსელში.

ნინო ფანჯავიძის ინფორმაციით, ფონდი სხვა პროექტების განხორციელბასაც გეგმავს. მათ შორის ერთ-ერთია პროექტი „ჩემი კუთხე“.

„გვინდა დავნერგოთ ახალი პროექტები , უკვე გვაქვს პროექტი – „ჩემი კუთხე“, რომლის მიზანია, იმ ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ აქვთ სახლში შესაბამისი კუთხე, სამეცადინო მაგიდა, ჩვენ დავეხმარებით და გავუკეთებთ. აპელირებას არ მოვახდენთ ფინანსურ მდგომარეობაზე, თვითონ ბავშვებმა გადაწყვიტონ ვის სჭირდება, მთავარია ბავშვები გავახარეთ“, – ამბობს ნინო ფანჯავიძე.

იტვირთბა....