aviabiletebi
მთავარი საზოგადოება სამართალი

“იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე, აღადგინეთ სამართლიანობა, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან “გმირის” შექმნის მცდელობა!”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

“მოკლედ, ერთი წელია ვუყურებ ამ პროცესს და ხმა არ ამომიღია, არც ეხლა ვეხები მის მონაწილეობა-არმონაწილეობას “ციანიდის საქმეში”, რადგან მტყუან-მართალი არ ვიცი, მაგრამ ხომ არ შეიძ₾ება ყველასგან ცრუ გმირებს ვქმნიდეთ: ამოვიდა ყელში! ის რაც ვიცი და რაც ჩემი თვალით მინახავს, ის არის, რომ არ არის ეს ის კაცი, ვინც ან საპატრიარქოს ფინანსების სამართლიანი ხარჯისთვის დაიხოკავდა ლოყებს და ან უზიარებლობის გამო მიიღებდა ინსულტს: თავისუფლების შეზღუდვის გამო კი, რა თქმა უნდა. ძალიან მოკლედ: რამდენიმე წლის წინ ჩვენს სასტუმროში ულამაზესი ცისფერი ანაფორით (თავიდან მხოლოდ ანაფორის უჩვეულო ფერმა მიიქცია ყურადღება) ახალგაზრდა მამაო შესახლდა საკმაო ხნით. ისე გავიდა მისთვის განკუთვნილი დღეები, რომ ახალგაზრდა მამაო ცოცხალი თავით ფულის გადახდას არ აპირებდა, რომ არა თანამშრომლების მოხერხება: ცოტა ხნით მამაო სასტუმროდან გასულად დაიგულეს და მის თანმხლებ უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალბატონს პასპორტი გამოართვეს, რის გარეშეც ის საზღვარს ვერ გადაკვეთდა და მხოლოდ ამ გზით მიიღო სასტუმრომ კუთვნილი ანაზღაურება. არავისი საქმე არ იყო ეს, რომ არა მისგან ყალბი გმირის შექმნის და საზოგადოებისთვის შეტყუების დაუსრულებელი მცდელობა. არანაკლები მორალურ-ზნეობრივი “ავტორიტეტით” სარგებლობს ის ბათუმშიც. იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე, აღადგინეთ სამართლიანობა მის საქმეში, თუ აღსადგენია, მაგრამ შეწყვიტეთ მისგან “გმირის” შექმნის მცდელობა!”

დეკანოზი გიორგი მამალაძე ინსულტით ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, დეკანოზი საპატრიაქროს თანამშრომლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

იტვირთბა....