aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს – უკრაინაში, ძარცვის ბრალდებით დაკავებულები, საქართველოს მოქალაქეები არ არიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს შეინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ გვარცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე ოთხი ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიევის ქუჩაში მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან”,-აცხადებენ შსს-ში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში საქართველოს მოქალაქეებმა ოთხი ადამიანი გაძარცვეს.  გამოძიების ცნობით, უკრაინაში ტურისტად ჩასულმა საქართველოს მოქალაქეებმა, ერთ ღამეში, ოთხი ადამიანი გაძარცვეს.

იტვირთბა....