aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფოთში, 20-დღიანი ძებნის შემდეგ, 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ფოთში 20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში, 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობდა.

“ადგილზე შექმნილი იყო სპეციალური შტაბი, საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონიდან. წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

16 წლის მოზარდი 29 იანვარს, ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა.

იტვირთბა....