aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კურტანიძე – მაქვს ინფორმაცია, რომ აფხაზეთის მთავრობის მეთაურად ჩემი კანდიდატურა განიხილება, ვნახოთ როგორ გადაწყდება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ ძალიან სასიამოვნოა თუ მისი კანდიდატურა აფხაზეთის მთავრობის მეთურად განიხილება.

“შემიძლია გითხრათ, რომ სასიამოვნოა თუ ასეთი საკითხი სადმე განიხილება. დანარჩენი დროის საკითხია, ვნახოთ. ინფორმაცია მაქვს და როგორ გადაწყდება, ვნახოთ. მე ამ პროცესში არ ვარ ჩართული. როგორც თქვით, განიხილება. ჩემთვის, როგორც იქ დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის, ეს ინფორმაცია ძალიან სასიამოვნოა. მე ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ, მით უმეტეს აფხაზეთის საკითხისთვის. მე მინდა, რომ აფხაზეთის საკითხზე ინფორმაცია ყველასთვის გამაერთიანებელი იყოს. მე შემიძლია ვთქვა, რომ პარტიულობასა და კუთვნილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ იდეა აფხაზეთის დასაბრუნებლად ყველა უნდა გავერთიანდეთ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და გამოწვევაა თუ სადმე ჩემი კანდიდატურა განიხილება”, – განაცხადა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის მეთაურად კურტანიძის კანდიდატურა განიხილება.

იტვირთბა....