aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბესელია – აშკარაა იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა დაადგა გზას, რომლითაც საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხზე საუბრობს.

“მ/წ 6 თებერვალს საქართველოს პარლამენტს მივმართეთ საკანონმდებლო ინიციატივით მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერების თაობაზე .
ამ საკითხის აქტუალობას განაპირობებს სასამართლო ხელისუფლებაში შექმნილი რთული სამართლებრივი ვითარება და საზოგადოების დიდი ინტერესი ამ პროცესებისადმი.
ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მოინახოს სამართლებრივად გამართული სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება , რომელიც დააზღვევს მოსალოდნელ რისკებს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შედეგების თვალსაზრისით .
საჭიროა სასამართლო რეფორმის მე 4 ეტაპის სწრაფად გატარება და მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიღებამდე მინიმუმ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება.

მანამ, სანამ იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის პროცესი არ დასრულდება მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება საზიანო. იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა უნდა განხორციელდეს მოკლე დროში და ამ რეფორმის შედეგად ახალი მოსამართლეებით უნდა მოხდეს არსებული სასამართლო შემადგენლობის განახლება. განახლებისა და რეფორმის მიზანია სამართლის უზენაესობის გარანტი, რაც უზრუნველყოფს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

თუკი რეფორმის დასრულების დროისთვის უვადოდ დანიშნული მოსამართლის ყველა ვაკანსია შევსებული იქნება, აზრს დაკარგავს რეფორმა და შედეგის თვალსაზრისით ეს ინიციატივა იქნება ფორმალური.

სწორედ ამას ემსახურება ჩვენი კანონპროექტი.

14 თებერვალს იუსტიციის საბჭომ დემოსტრაციულად , საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე დისკუსიის და განხილვის მიუხედავად უვადოდ გაამწესა კიდევ 8 მოსამართლე.
აშკარაა იუსტიციის საბჭოს უმრავლესობა დაადგა გზას, რომლითაც არამხოლოდ საჯარო, არაეთიკური პოლიტიკური განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით საკანონმდებლო ორგანოს მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს.

ეს ქმედებები კი ზიანს აყენებს სასამართლო ხელისუფლების და იუსტიციის საბჭოს ისედაც დაბალ ნდობას, ზრდის დაპირისპირების მაშტაბს და საფრთხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივ ინტერესს.

დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი არგუმენტია ჩვენს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მხარდასაჭერად და საკითხის დაჩქარებული წესით განსახილველად.
ამის შემდგომ კი უნდა შემუშავდეს ახალი ინიციატივები, რომელიც მოკლე დროში დააზღვევს იმ რისკებს, რომელსაც ქმნის იუსტციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები.

ამდენად პარლამენტის რეგლამენტის 117-ე მუხლის თანახმად, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ვითხოვთ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას”, – წერს ბესელია.

იტვირთბა....