aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ციტატა

გამოვიდეს ქუჩაში და დაიწყოს ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა – ნათელაშვილი ხაზარაძეზე

“TBC ბანკის ხელში ჩაგდებით რაც დაგეგმილი აქვს ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას მათ შორის პოლიტიკაშიც.

ამიტომ ტუ ხაზარაძეს დ ამის გუნდს შერჩენია თავმოყვარეობა და თუ უნდათ გარკვეულწილად გამოასწორონ ის ცოდვები, რაც მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე ყაჩაღური საბანკო პოლიტიკის შედეგად, კეთილი ინებონ  გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა,“- აცხადებს “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.

aviabiletebi
ავიაბილეთები

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც ამბობს, რომ უსამაართლობას არ შეეგუება.

იტვირთბა....