aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება

“არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა” – ქობულია TBC-ზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართალდამცავები და პროკურატურა დეტალურად გაერკვევს ამ ამბავს.

„ბრალდებები, რაც გაჟღერდა, არის სერიოზული. ამაში გარკვევა არის საჭირო და ამას ჩვენ ვერანაირად ვერ დავაბრალებთ მთლიანად პოლიტიკურ პროცესს. დღესდღეობით არ მაქვს შთაბეჭდილება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა არის ბიზნესზე ზეწოლა, იმიტომ, რომ აქ არის საკმაოდ სერიოზული ბრალდებები, რომელსაც აქვს განსაზღვრული ფაქტობრივი მტკიცებულებები. ამიტომ, ამ საკითხში უნდა გაერკვნენ კომპეტენტური ორგანოები“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ხელმოწერის უფლების შეჩერებას მოითხოვს.

იტვირთბა....