aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვოლსკი “თი ბი სი” ბანკზე – დამკვიდრებული აზრია, რომ თუ კი რაიმე დიდი სკანდალური საქმე ხდება, ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “მეტრონომთან” საუბრისას “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმაურება.

ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულ ტრიბუნიდან წამოსროლილ განცხადებებს, საზოგადოებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს.

“ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდისტულ ტრიბუნიდან წამოსროლილ განცხადებებს, საზოგადოებამ ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა რეალობაა შექმნილი. თუკი საგამოძიებო უწყებას “თი ბი სი” ბანკთან, ბანკის ხელმძღვანელ პირთან ან სხვა ნებისმიერ პირთან რაიმე პრეტენზია გააჩნია, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მოვლენების ასეთი განვითარება აწყობს. ეს საქართველოში დანერგილი ტრადიცია იყო და კარგად იცით ვინც დანერგა. თუმცა, მხოლოდ სააკაშვილს ვერ დავაბრალებ, ეს იყო 90-იანებიდან მოყოლებული.

დამკვიდრებული აზრია, რომ თუ კი რაიმე დიდი სკანდალური საქმე ხდება, ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ კი გამოძიებას რეალური მასალები გააჩნია, მნიშვნელობა არ აქვს ამის უკან ვინც არ უნდა იდგეს, საზოგადოება ამას დაინახავს. თუ კი სასამართლო იმ რეჟიმში არაა ჩაყენებული, როგორც სააკაშვილის ყავდა, მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამას ყველაფერს “მეტრონომიც” დაინახავს და სამოქალაქო საზოგადოებაც. ქართული საზოგადოება წინა წლებთან შედარებით, გაცილებით კრიტიკულია”, – აცხადებს ვოლსკი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც ამბობს, რომ უსამაართლობას არ შეეგუება.

იტვირთბა....