aviabiletebi
ახალი ამბები ბანკები მთავარი საზოგადოება

“აქციონერების მიმართ კითხვებმა “თიბისის” იმიჯი არ უნდა დააზიანოს” – ირაკლი ლექვინაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესომბუდსმენმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, რომ “თიბისი ბანკის” აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა „თიბისი ბანკის“ იმიჯი და განვითარება არ უნდა დააზიანოს, სწორედ ეს უნდა იყოს ყველა მხარის მოქმედების მიზანი.

„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი და „თიბისიც“ აფიქსირებენ, რომ აღნიშნული ვითარება არ იმოქმედებს ბანკის საქმიანობაზე, დავინახეთ, ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციების ფასი შეიცვალა. სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ აუცილებელია, პროცესის ყველა მხარის მოქმედების მიზანი იყოს, აქციონერების მიმართ გაჩენილმა კითხვებმა არ დააზიანოს „თიბისის“ იმიჯი და განვითარება“ – განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა ეროვნული ბანკის მოთხოვნაზე, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის გაწვევის საკითხზე საუბრისას.

მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ კი, ირაკლი ლექვინაძე პასუხს საგამოძიებო უწყებებისგან ელოდება.

„პროცესის გარშემო ბუნდოვანება რომ არსებობდეს, მამუკა ხაზარაძის განცხადებას მის მიმართ მიზანმიმართული კამპანიის შესახებ, გამოძიებამ უნდა გასცეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი“, – ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკი“ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ამასთან, როგორც მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იურიდიულმა კომპანია „დენტონსმა“ (DENTONS) შეისწავლა 11 წლის წინანდელი საკითხი, რაზეც ახლა მიმდინარეობს მსჯელობა და დაადგინა, რომ არათუ ფულის გათეთრებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ან რამე კრიმინალურ ქმედებას, არამედ ინტერესთა კონფლიქტსაც კი არ ჰქონია ადგილი.

იტვირთბა....