aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბედუკაძე – ვაყენებ შოთაძის პასუხისმგებლობას, რომელმაც დაცვის პროგრამა მომიხსნა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე “მეტრონომთან” საუბრისას მასზე განხორციელებულ 2 თავდასხმის ფაქტს “მეტრონომთან” საუბრისას აჯამებს.

ბედუკაძის განცხადებით, ყველაფერი “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა განხორციელებული, ხოლო დეზინფორმაციის გავრცელებას “რუსთავი 2” უწყობს ხელს. ბედუკაძემ არ გამორიცხა, რომ პირისპირ შეხვედრისას “რუსთავი 2-ის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდეს.

“შესაძლოა, მეც ავღელდე სულიერად და ფიზიკურად გავუსწორდე გვარამიას. გვარამია არის უბინძურესი, სულიერად მახინჯი ადამიანი. ის მართავს იმ მანქანას, რომელიც ბილწავს მთელ ქვეყანას ცრუ ინფორმაციით. თუნდაც ის, რაც გუშინ გაავრცელეს ჩემს ფაქტთან დაკავშირებით დამახინჯებული ისტორია. ეს არის დისკრედიტაციის ზეიმი. არანაირი მეორე მხარის გადამოწმება. მე ერთ კონკრეტულ ინტერვიუზე ვსაუბრობ, რომელიც მსჯავრდებულის დედასთან ჩაწერეს. არავინ მისცა მეორე მხარეს საშუალება საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მუშაობდა თუ არა მართლა ეს ადამიანი თუნდაც ჩემთან, როგორც დედამისი საუბრობს რეჟიმის თანაუფროსის თანამდებობაზე. არ უნდა დავდიოდე ამ დეტალებამდე, მაგრამ მინდა, საზოგადოების საღმა ნაწილმა ნათლად დაინახოს ის სიცრუე და სისულელე, რაც პატარა და მოკლე ინტერვიუში გაჟღერდა.

როგორც ბრალდებული აცხადებს, 2008 წელს მისგან იძულებით მოიპოვეს აღიარებითი ჩვენება. შემდგომში არასდროს მოუთხოვია წარმოებული საქმის გადაკვალიფიცირება ან საქმის ხელახალი გამოძიება. იმ პერიოდში და ზოგადად, ბედუკაძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არანაირი საგამოძიებო თანამდებობა ეკავა, რომ ჩემს ინტერესებში ყოფილიყო ბრალდებულისგან დანაშაულის აღიარება. მსჯავრდებული, რომელმაც წამებისას მიიღო მრავალგზის მოტეხილობა, გამოდის და შესანიშნავ ფორმაშია. კონფლიქტის საბაბად გამოყენებული უცნობი პატიმრის წამებით მკვლელობა როგორც თავად ამბობდა, მიივიწყა და აღარ ახსოვს”, – აცხადებს ბედუკაძე.

როგორც “მეტრონომს” ბედუკაძემ განუცხადა, ის ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხსაც დააყენებს, რომელმაც დაცვის პროგრამა მოუხსნა.

“მინდა, ელემენტარულად, ამ ნაც.სექტას, ვინც ამ სპექტაკლებს დგავს, მივცე რჩევა – სანამ შურისძიებას გადაწყვეტენ ადამიანი კარგად უნდა შეისწავლონ. ადამიანის წარსული მეთი თუ არა, ნაკლები მაინც არ უნდა იყოს ოპონენტისაზე. ადამიანი, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებაში ადამიანის მოკვლისთვის 20 წელი ქონდა მისჯილი, სხვას უწოდებდეს მკვლელსა და მწამებელს. მე ვაყენებ შოთაძის პასუხისმგებლობასაც ვაყენებ. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ისე მომიხსნა დაცვის პროგრამა, რომ განმარტება არ გააკეთა და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. არ უთქვამს შოთაძეს იყო თუ არა ნაც.სექტისგან მომავალი საფრთხე. ნაზღაიძეს სხვა ადამიანისთვის რომ გაეკეთებინა ეს თავდასხმა, როგორ ატყდებოდა ეს ნაც.სექტ-მედია და როგორ იტყოდა – “ოცნების” მიერ გათავისუფლებულმა პატიმარი როგორ დაესხა ადამიანს თავს და ა.შ.”, – განაცხადა ბედუკაძემ.

ციხის კადრების ავტორმა მეორე თავდასხმაც გაიხსენა და განაცხადა, რომ ისიც “ნაციონალური მოძრაობის” მიერ იყო დაგეგმილი.

“მეორე თავდასხმის დროს იქ იდგა ოთხი ადამიანი და გვაკვირდებოდა. როდესაც ჟურნალისტმა კითხვა დამისვა, მიმოვიხედე და დავინახე ახალგაზრდა 20-25 წლის ბიჭი ტელეფონით და დავუძახე და დავინტერესდი რას აკეთებდა. იქიდან წამოვიდა სიტყვიერი მუქარა, შეურაცხყოფა – ყელს გამოგჭრი, მოგკლავ და ა.შ. ეს არ მიკვირს. როგორც მითხრეს, დღეს “რუსთავი 2-ის” საიტზე გნიასი და ზეიმია და 300-მდე მუქარის კომენტარია. სძინავს სპეცსამსახურს. მე ვერ შემაშინებენ. შესაძლოა შემხვდეს გვარამია ქუჩაში და მეც გამახსენდეს მის მიერ განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანია, ვწვდე ყელში და უარესი დავმართო. გვარამია მთავარი პროკურორობისას უარესს აკეთებდა. მე აქამდე ჩემთვის წყნარად ვიყავი, არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ ვახორციელებდი. ახლა დაჭირდათ ჩემი თემის წამოწევა ნაც.სექტას. მითვალთვალებდნენ, შეისწავლეს ჩემი მარშრუტი. მასობრივი ჩხუბში უნდა გადაზრდილიყო ეს, ვფიქრობ, ეს მიზანი ქონდათ, მაგრამ რაღატომღაც შეცვალეს”, – განაცხადა ბედუკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ცემეს. ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

როგორც ყოფილი პატიმრის, თენგიზ ნაძღიძის დედა, შორენა ქალდანი ყვება დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.

იტვირთბა....