aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი

“დროა ხაზარაძემ “დაყაჭოს” ფული, მხოლოდ კონდოლიზასთან გადაღებული სურათები ვერ უშველის” – ოქრუაშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ზუსტად 20 წლის წინ შევარდნაძემ პარლამენტში გამოსვლისას გოგი თოფაძეს უთხრა: “დროა ჩემო გოგი ფული დაყაჭო”-ო.

ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ ისტორიას ვიმეორებთ ცოდნის დედასავით.

ეხლა დროა მამუკა ხაზარაძემ “დაყაჭოს” ფული. “დაყაჭვა” ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს, ბიძინას სასარგებლოდ ან მის წინააღმდეგ. მხოლოდ კონდოლიზასთან გადაღებული სურათები ვერ უშველის მაგ საქმეს”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი “თიბისი” ბანკის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე განხილვის შედეგად, „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ბანკის დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მამუკა ხაზარაძემაც, რომელიც ამბობს, რომ უსამაართლობას არ შეეგუება.

იტვირთბა....