aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

პატარაია – ყოველთვის ქალების წინააღმდეგ რატომ გამოდის საპატრიარქო? ყოველთვის მოძალადე კაცებს რატომ იცავს?

aviabiletebi
ავიაბილეთები

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოცილაურ ქსელში მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის გიორგი ფირცხელანის ინიციატივას ეხმაურება.

“ეს არის ყოვლად სამარცხვინო განცხადება. ნებისმიერ სახელმძღვანელოში წერია, რომ ოჯახში ძალადობის დროს მედიაცია ნიშნავს მოძალადისთვის სასათბურე პირობების შექმნას, მის გათავისუფლებას პასუხისმგებლობიდან და მსხვერპლის მდგომარეობის დამძიმებას.
დღეს არავის არ იჭერენ თუ სისხლის სამართლის დანაშაული არ აქვს ჩადენილი. რა სისულელეს ამბობენ, პოლიცია კონფლიქტს და ძალადობას ვერ ასხვავებსო. ასხვავებს პოლიციაც და სასამართლოც, უფრო მეტიც, მხოლოდ ცემა-ტყეპაზე და მკვეთრად გამოხატულ, განმეორებად აგრესიულ ქცევას სჯიან, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე არც კი იწყებენ გამოძიებას და მითუმეტეს არ იყენებენ თავისუფლების აღკვეთას, თუ საქმე საერთოდ სასამართლომდე მიიტანა პროკურორმა (რაც პრობლემურია).
ყოველთვის ქალების წინააღმდეგ რატომ გამოდის საპატრიარქო? ყოველთვის მოძალადე კაცებს რატომ იცავს?
თუ ისე გაბრიყვდა პარლამენტი, რომ მართლა მედიაციაზე რამე ჩაწერა კანონში, აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.
მღვდლები კი ათწლეულებია ხელს აფარებენ ოჯახში ძალადობას: მოითმინეო, ოჯახი არ დაანგრიოო, ეუბნებიან მსხვერპლს. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს და სრულიად არაქრისტიანული მოძალადისთვის ხელის დაფარება და სუსტის ჩაგვრა. მე მრცხვენია უკვე ამათ მაგივრად რა…
პ.ს. ახლა დავფიქრდი და ამაშიც რუსებს ბაძავენ”, – წერს პატარაია.

14 თებერვალს, მთაწმინდის ღირსი მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურმა გიორგი ფირცხელანმა ბრიფინგი გამართა, სადაც ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირები ოჯახში კონფლიქტისა და ძალადობის საქმეებში მედიატორის როლით უნდა ჩაერთონ.

იტვირთბა....