aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ლადო ბედუკაძე – გამოვიდეს გვარამია, გავუნგრევ თავ-ყბას

aviabiletebi
ავიაბილეთები

ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე მისი ცემის ფაქტზე პოლიციაში 3 საათი განმავლობაში იკითხებოდა. ბედუკაძის განცხადებით, ის პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და ქვეყანაში მისი მტერი მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობაა”.

ბედუკაძე “ნაციონალურ მოძრაობასა” და მის ლიდერებს ანგარიშსწორებითაც დაემუქრა.

“სხვა მტერი ამ ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” გარდა არ მყავს. სააკაშვილის სექტის წარმომადგენლები დღეს არიან მელია, გონებაჩლუნგი საზოგადოება, ვაშაძე და მსგავსი პერსონაჟები. სისულელე მოიგონეს საერთოდ. წამებული დედა, სამი წელია ჩივის, რას ჩივის. თენგიზ ნაზღაიძის დედა იცავს შვილის ინტერესებს და მე თქვენი ბინძური ტელევიზიის აზრი არ მაინტერესებს. მიმიფურთხებია თქვენი ტელევიზიისთვის. მომიკითხეთ გვარამია,”-განაცხადა ბედუკაძემ.

შეგახსენებთ, რომ ციხის კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე ცემეს. ბედუკაძე ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი ბადრაგად მუშაობდა.

როგორც ყოფილი პატიმრის, თენგიზ ნაძღიძის დედა, შორენა ქალდანი ყვება დაპირისპირების ინიციატორი თავად ლადო ბედუკაძე იყო.

იტვირთბა....