aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

დოლიძე – ეს უვადოდ დანიშვნები თავიდან ბოლომდე არის ამ კლანის ხელში ჩაგდებული

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნების ფორმაა არასწორი.

“რეალურად, დღევანდელი გადაწყვეტილებების პროცესი კიდევ ერთხელ აჩვენებს როგორი პრობლემურია მოსამართლეების უვადოდო დანიშვნის საკითხი. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტს დაჭირდა წლები, რათა ამ საკითხს ყურადღება მიექცია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ახლა მაინც მიაქცევს ყურადღებას და გააჩერებს ამ მასკარადს. რეალურად, ეს უვადოდ დანიშვნები თავიდან ბოლომდე არის ამ კლანის ხელში ჩაგდებული. საერთოდ არავითარი მნიშნელობა არ აქვს თუ რას ვიტყვით უმცირესობა. გადაწყვეტს ათი კაცი დანიშნოს ვიღაცა თანამდებობაზე და ის დაინიშნება. სასწრაფოდ, ეს პროცესი გასაჩერებელია. საერთოდ, აქ არ არის იმაზე საუბარი თუ ვინაა უვადოდ დანიშნული. საუბარი არის იმაზე თუ რა ფორმით წყდება ეს, ფორმა არის არასწორი”, – აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სასამართლო სისტემაში უვადოდ განმწესდა 8 მოსამართლე.

იტვირთბა....