aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იზორია – წელს გვექნება უფრო მეტი ნატო, ვიდრე გასულ წლებში

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბრიუსელში გამართული ორმხრივი შეხვედრების ფოკუსი შავი ზღვის უსაფრთხოება იყო, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელმაც ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის პარალელურად, ალიანსის შტაბბინაში გამართა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლიეტუველ, ბულგარელ, რუმინელ და თურქ კოლეგებს შეხვდა.

„ჩვენი ორმხრივი შეხვედრების ფოკუსი იყო შავი ზღვის უსაფრთხოება. დღის წესრიგი  შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან შეხვედრით განისაზღვრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა გახლდათ მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის გაძლიერება. წელს დასავლეთ საქართველოში რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით მრავალეროვნული სწავლების „მტკიცე სული“ გამართვას ვგეგმავთ. მათგან თანხმობა მივიღეთ, რომ აქტიურად ჩაერთვებიან სწავლებებში. მომავალში სწავლების მონაწილეთა რაოდენობის გაფართოებას ვაპირებთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

ამასთან, მისი თქმით, რუმინეთის მხრიდან იყო შეთავაზება, საქართველო მეტი რაოდენობით ჩაერთოს მათ მიერ ორგანიზებულ სწავლებებში.

„რუმინეთში წელს ოფიციალურად გვეყოლება სამხედრო ატაშე, რაც კიდევ ერთხელ სტრატეგიულ დონეზე ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის და რეგიონულ ჭრილშიც თანამშრომლობის გაძლიერების სურვილს. ასე რომ, წელს გვექნება უპრეცედენტო დინამიკა, უფრო მეტი ნატო, ვიდრე გასულ წლებში. საქართველოში ეს არის ოფიციალური სტარტი პროცესის, რომელიც ამ მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრებით და პოლიტიკის გაცხადებით დავიწყეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

მისი თქმით, ახლა იწყება პოლიტიკის განხორციელება, რაც ცალკეულ სწავლებებში, მრავალეროვნულ სწავლებებსა და ორმხრივი აქტიურობის ფორმატებში გამოიხატება.

იტვირთბა....